ქეთევან ციხელაშვილი: ხმა მივეცი ქალაქის განვითარებას, კიდევ უფრო მეტ პროგრესს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი თბილისში, საბურთალოს მე-3 ოლქის მე-16 უბანზე დააფიქსირა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მან ხმა ქალაქის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტ პროგრესს მისცა.
„ყველას გვინდა, რომ გვქონდეს თანამედროვე, ევროპული ტიპის დედაქალაქი განვითარებული ინფრასტრუქტურით და უფრო მეტი გამწვანებული ზონით, სადაც ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვრებთ თავისუფლად, ღირსეულად და ხალისით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები