დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის კამპანია იწყება
ამერიკელმა მილიარდერმა, ტომ სთაიერმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის/ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის კამპანიის დაწყების შესახებ ისაუბრა.
ვიდეო „Youtube”-ზე, მილიარდერის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. სთაიერმა თავის ვიდეომიმართვაში ტრამპს ბრალი დასდო იმაში, რომ მან ამერიკა ბირთვული ომის ზღვრამდე მიიყვანა, „FBI”-ის სამართალის აღსრულებას ხელი შეუშალა, კონსტიტუცია უგულებელყო, იღებდა სხვა სახელმწიფოებისგან ფულს და მედიის დახურვას ითხოვდა.
„თუ ეს ყველაფერი არ წარმოადგენს საშიში პრეზიდენტის გაშვების წინაპირობას, მაშ რა დაემართა ჩვენს მთავრობას?“-კითხულობს აღელვებული მილიარდერი.
სთაიერის თქმით, ამერიკის კონგრესში კარგად ესმით, რომ „ტრამპი საშიშროებას წარმოადგენს. ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და თანაც ბირთვული იარაღი აქვს“.
ამას გარდა, სთაიერმა ინტერნეტქსელში ჩაუშვა საიტი ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად.