ეგვიპტეში, ტერორისტებთან შეტაკებისას, 50-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა

ტერორისტებთან საბრძოლო შეტაკებისას, კაიროსთან ახლოს, ეგვიპტის შინაგანი ძალების 54 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის 20 ოფიცერია.
გამთენიისას, პოლიციელებმა იმ ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაცია სცადეს, რომელიც გაუდაბნოებულ რაიონში იმალებოდა. ექსტრემისტები, რომელთა ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, რამდენიმე ტერაქტის ჩადენაში არიან ბრალდებულნი და ეგვიპტეში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაჯგუფებას წარმოადგენენ. ადგილზე მისვლისას, ტერორისტებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, მათ შორის, მძიმე შეიარაღებიდანაც.
თუმცა, ამ დროისთვის ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაცია დასრულებულია, პოლიცია და ჯარი შეტაკების პერიმეტრს ორმოცი კილომეტრის რადიუსში იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები