ავღანეთში დღეს მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

0

ავღანეთში დღეს მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პირველი თავდასხმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა, ლოცვის დროს თავი აიფეთქა. მომხდარს 39 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაიჭრა.

მეორე ტერაქტი პროვინცია გურში მოხდა, სადაც ასევე თვითმკვლელმა თავი მეჩეთში აიფეთქა. მომხდარს 33 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ბოლო ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი