IDMC შეუერთდა ალიანსს “თავისუფალი პლატფორმა”

0

ალიანსი “თავისუფალი პლატფორმა” და მასში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პლატფორმას დღეს ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი აიდიემსი შეუერთდა. ცენტრის ხელმძღვანელის მიხეილ ჭიღლაძის განცხადებით, აიდიემსი არჩევნებს იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და თბილისში დააკვირდება.

“აიდიემსი 200-მდე დამკვირვებლის საშუალებით საარჩევნო პროცესს იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და თბილისში აკვირდება. 21 ოქტომბერს ჩვენ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად მივაწოდებთ ინფორმაციას. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ აიდიემსი შეუერთდა ალიანსს “თავისუფალ პლატფორმას” და ჩაერთვება პარალელურ დათვლაში, რომელიც განხორციელდება კლასტერპოლის მეთოდოლოგიით”. – აცხადებს მიხეილ ჭიღლაძე.

“ალიანსი თავისუფალი პლატფორმა” და მათში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები (ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი IDMC, “ვაკვირდები”, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ICDI) მთელი დღის განმავლობაში, უბნებზე არსებული დამკვირვებლების საშუალებით, დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და განახორციელებენ პარალელურ დათვლას „klaster poll”-ის ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს თბილისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, გორის, თელავის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მერების და საკრებულოების არჩევნების შედეგების პროგნოზირებას. სულ “Klaster –poll”-ის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე დამკვირვებელი. შედეგები ცნობილი გახდება სხვა პარალელური დათვლების შედეგების გამოქვეყნებამდე.

არასამთავრობოების ბრიფინგების და ადგილებიდან რეპორტაჟების უზრუნველყოფა ხდება სააგენტოს PIA-ს და ვებ პორტალი “PosTV”- ის მეშვეობით. უზრუნველყოფილი იქნება LIVE ტრანსლაცია, რომელიც გააშუქებს არა მხოლოდ ალიანსი “თავისუფალი პლატფორმის” სპიკერის ბრიფინგებს, არამედ უზრუნველყოფს ალიანსში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და პოლიტიკური ექსპერტების შეფასებების და კომენტარების ტრანსლირებას.

Klaster pollis თექნოლოგიის მეშვეობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტად სანდო შედეგი ვიდრე Exit-poll -ის საშუალებით მიღებული შედეგებ. ამასთან ერთად, Klaster pollis შერჩევა ითვალისწინებს გენერალურ შერჩევაში არსებული საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობიდან 10%-იან შემთხვევით შერჩევას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტად ოპერატიულ დამუშავებას და შესაბამისად საბოლოო შედეგების უფრო სწრაფ გამოქვეყნებას ვიდრე ამას სხვა პარალელური დათვლის ტექნოლოგიით მოსარგებლე ორგანიზაციები ახდენენ.

Klaster-pollis მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას ახდენს ანალიტიკური ჯგუფი ტერრა -მედია და მისი ანალიტიკოსი, შალვა ალავიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი