საზოგადოებრივი ინიციატივა “ვაკვირდები” “თავისუფალპ ლატფორმას” შეუერთდა
“ალიანსი თავისუფალი პლატფორმა” და მასში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.
“თავისუფალ პლატფორმას” საზოგადოებრივი ინიციატივა “ვაკვირდები”-ს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ალიანსის წევრები, 300-მდე დამკვირვებლით, უბნებზე საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავდაპირველად ვაპირებდით თბილისის 2 ოლქის, საბურთალოსა და სამგორის დაკვირვებას.
ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გავერთიანდეთ ალიანსში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს მოგვცემს საშუალებას ქალაქის მასშტაბით დავინახოთ სრული სურათი, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა”, -აცხადებს აგიტ მირზოევი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.