პოლონეთის სავაჭრო ცენტრში 27 წლის მამაკაცმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა

პოლონეთის სავაჭრო ცენტრში 27 წლის მამაკაცმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა.
ადგილობრივიმედიის ცნობით, უცნობი შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრ „სტალევა-ვოლეში“ მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. ის შენობაში შევარდა და ხალხს დანა დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბიეტა შიდლომ პირად კონტროლზე აიყვანა.
მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ის 27 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები