აზერბაიჯანის ელჩმა სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები მოინახულა

სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილების მოსანახულებლად “ჯეო ჰოსპიტალსში” საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი მივიდა.

ის კლინიკაში შესვლამდე დაჭრილების ახლობლებს გაესაუბრა.

ელჩი იმედოვნებს, რომ დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება.
რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ორი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ორი კი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება.
როგორც ჟურნალისტებს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი, რომლის მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა.
მისივე თქმით, ორივე პირს მიყენებული აქვს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები