დიმიტრი ქუმსიშვილი ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის წახალისება.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპორტიორ კომპანიებს გადაწყვეტილება გააცნეს, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორთათვის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურა გამარტივდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები