სახალხო დამცველი არჩევნების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რეგიონული და ცენტრალური ოფისების მეშვეობით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

როგორც სახალხო დამცველი აპარატში აცხადებენ, აპარატის ცხელი ხაზი 1481 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, რისი მეშვეობითაც მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ  სახალხო დამცველის აპარატის მანდატში შემავალი უფლებადარღვევის ფაქტები შეატყობინონ.

მათივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე გასვლას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები