არჩილ თალაკვაძე: წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს

0

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, მარნეულში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური ინტერპრეტაცია არ მოახდინონ.

როგორც მან განაცხადა, მმართველ პარტიას აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა სწორედ “ქართული ოცნების” კანდიდატზე მოხდა.

„ვთხოვ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მოახდენენ ამ ფაქტის პოლიტიკურ ინტერპრეტაციას და ნუ სპეკულირებენ ამ საკითხით, რადგან წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს. მთავარია, თითოეულ დაშავებულს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენს ობიექტური გამოძიება დაადგენს.“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და სამართლებრივი შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი