თბილისი ლეგენდარული ბიორკის ორი კონცერტისთვის ემზადება

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში ორ კონცერტს გამართავს.  31 ოქტომბერს მას თბილისის საკონცერტო დარბაზი, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს.
დღეს გამართული პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ ბიორკი თბილისში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით უახლეს ნამუშევრს – Vulnicura-ს წარადგენს. გაჟღერდება რამდენიმე საკვანძო სიმღერა მისი მუსიკალური წარსულიდან.  შესრულდება ახალი სიმღერებიც.
„SOU ფესტივალის“ დამფუძნებლის, სანდრო ლომინაშვილის თქმით, ისლანდიელი მუსიკოსი ქართული მუსიკის გაცნობის მიზნით საქართველოს ოთხ რეგიონში – სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩავა. მისივე თქმით, თბილისში ბიორკის კონცერტის ბილეთებს, გარდა ევროპული ქვეყნებისა,  მადაგასკარსა და მავრიტანიაშიც ყიდულობენ.
ბიორკის კონცერტები თბილისში 21:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების ფასი 200 ლარიდან იწყება და 750 ლარამდე აღწევს. ორგანიზატორების განცხადებით, მისი 80 პროცენტი გაყიდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები