საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის
კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოების ჩასატარებლად შპს „მექანიზატორის” დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 82 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში სრულად ჩაერთვება.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორმა”1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უკვე დაამუშავა. სამუშაოები გრძელდება პატარა შირაქშიც, სადაც დღეს კომპანიის 2 ერთეული ტრაქტორით 12 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი”, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.