70-მდე სვანურ კოშკსა და მაჩუბს სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კუთხით ფართო ფრონტი გაშალა. განვლილ 3 წელიწადში ზემო სვანეთში, დაბა მესტიასა და უშგულის სოფლებში არაერთი სარესტავრაციო სამუშაო განხორციელდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს, საგვარეულო არქიტექტურულ კომპლექსებზე ჩატარებულმა სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც უმეტესად საძირკვლის გამაგრებებს, კედლების მცენარეული საფარისგან გაწმენდას, გადახურვის დონეებზე ფარული სარტყელების მოწყობას, სახურავების ხის კონსტრუქციების მონტაჟს და ჰიდროიზოლაციას, ფიქალის ქვის სახურავების აღდგენასა და კედლების საპირე წყობის დაშლა-აღდგენას მოიცავდა, 70 -მდე სვანურ კოშკსა და მაჩუბს შეეხო…