იან კელი: მარნეულში მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოვხატავთ შეშფოთებას

ამერიკის ელჩი საქართველში იან კელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
დიპლომატი მომხდარ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს.
კელი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები დამნაშავის გამოსავლენად ყველაფერს გააკეთებენ.
“ძალიან შეწუხებულები ვართ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოვხატავთ შეშფოთებას, რადგან დაჭრილი არიან ადამიანები. ზოგი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მთავარი მოლოდინი არის ის, რომ სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს დამნაშავეების გამოსავლენად. ეს საშინელი ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეს”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები