ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
„განუმეორებელ კონცერტამდე 3 დღე დარჩა. მიმდინარეობს დიდი მზადება თქვენთან შესახვედრად.
21 ოქტომბერს, საღამოს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გელით უნიკალური შეხვედრა, ნამდვილი ზეიმი ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესა და ქართველ ვარსკვლავებთან. ამავე დღეს იხსნება ხელოვანის სახელობის ვარსკვლავი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ვაჟა დურგლიშვილი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, ზურა დოიჯაშვილი, ბესიკ კალანდაძე, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, მანანა თოდაძე, თემურ წიკლაური, ხვიჩა მაღლაკელიძე, ტატო გოდერძიშვილი, ოთხი გია, თამარ ქუცნაშვილი, ვია „ორერა“, ვია „75“… – აღნიშნულია ფეისბუქით გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაჟა დურგლიშვილს 2017 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები