გია ვოლსკი: ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ინციდენტის შესახებ წინასწარი საუბარი არასწორია და ამოტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„ინციდენტის თაობაზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი, შეფასება და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება. ამიტომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა.
დაჭრილები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები