როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან გაციება და გრიპის ვირუსი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ გრიპის ვირუსი უბრალო გაციებისგან განსხვავებით უფრო რთულად მიმდინარეობს.
ხათუნა ზახაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რა სიმპტომები ახლავს გრიპის ვირუსს და როგორ უნდა გავარჩიოთ იგი გაციებისგან. „გრიპის მაგვარ დაავადებას რასაც საზოგადოებაში ან გრიპს უწოდებენ ან გაციებას ხოლმე, იწვევს 200-მდე სახეობის ვირუსი ამ 200-დან მხოლოდ სამია გრიპის სახეობა, მათ შორის ერთი უმნიშვნელოა და გართულებებს არ იწვევს, მას c გრიპის სახელწოდებით მოიხსენიებენ, ასევ არის – A და B გრიპები. დანარჩენი 197 ,სხვა ტიპის ვირუსია, გრიპი ცოტა უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მისთვის დამახასიათებელია უცაბედი დაწყება – ადამიანი უცაბედად ხდება ავად, ტემპერატურა სწრაფად მატულობს და საკმაოდ მაღალია, გრიპისთვის დამახასიათებელია ხველა და ყელის ტკივილი, იმის გამო, რომ ტემპერატურა მაღალია, გრიპის ვირუსს ახლავს სხეულის ტეხვის შეგრძნება, ინტოქსიკაცია და თავის ტკივილი, ისეთი სიმპტომი როგორიცაა სურდო, ცხვირიდან უხვი გამონადენი, თითქმის არ არის აღწერილი გრიპის ვირუსის დროს ეს სხვა ვირუსია“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. მისი თქმით, გრიპის ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ხათუნა ზახაშვილმა აცხადებთ, რომ ხელების ხშირი დაბანა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, დაავადებული ადამიანები უნდა იყვნენ იზოლირებულები რათა სხვა ადამიანებსაც არ შეუქმნან საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები