დანტეს „ღვთაებრივი კომედიის” წაკითხვა-ანალიზს ყოველკვირეული შეხვედრების ციკლი მიეძღვნება

 20 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ყოველკვირეული შეხვედრების ციკლს – Lectura Dantis, რომელიც მიეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის” ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გიგა ზედანია, ნოდარ ლადარია, მალხაზ სონღულაშვილი, ნინო ფირცხალავა, ლევან ცაგარელი, ემზარ ჯგერენაია.

20 ოქტომბერი, 18:30 საათი.
ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები