როგორი ამინდია მოსალოდნელი არჩევნების დღეებში საქართველოში

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, შაბათ-კვირას მთელ ქვეყნაში, დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა +20-25 გრადუსი იქნება.
22 ოქტომბერს დღის ბოლოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურა +18 გრადუსამდე დაიწევს.
ხოლო, ჰაერის ტემპერატურის მატება 23 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და +22-27 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები