ზესტაფონის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა

ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა.
მათგან 11 მცირეწლოვანია, სამი კი ზრდასრული.
ინტოქსიკაციით კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.
ექიმის განმარტებით, პაციენტები საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით შევიდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, ისინი ტორტით მოიწამლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები