რუსეთი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის სისხლის სამართლებრივად დევნას გეგმავს?

საჭიროა სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება პედოფილიის, ჰომოსექსუალიზმის და არასრუწლოვანთა მიმართ სხვა არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდისთვის, განაცხადა რუსეთის ფედერაციის შსს-ს სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ სერგეი ალაბინმა. დღეისთვის რუსეთში არსებულ სისტემას მან არაეფექტური უწოდა. „თუ კი ამას, სისხლის სამართლებრივ დევნაში დავაკვალიფიცირებთ, ვიმედოვნებ, რომ შევინარჩუნებთ ჩვენს ახალ თაობას, რომელიც არ უნდა გაიზარდოს პედოფილიაზე და არატრადიციულ ურთიერთობებზე ორიენტირებული.“-განაცხადა ალაბინმა სახელმწიფო დუმაში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის სხდომაზე. ამას გარდა, ამ სხდომის დროს გამოითქვა მოსაზრება „პედოფილების რეესტრის“ შექმნის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები