პარიზში ბენზოხერხით შეიარაღებული რუსი დააკავეს

პარიზში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბენზოხერხით შეიარაღებული ქუჩაში დადიოდა.
ღამის საათებში, პოლიციის კომისარიატში თვითმხილველმა დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ქუჩაში საცვალში გამოწყობილი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც ჩართული ბენზოხერხით მოძრაობდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცს ხელსაწყო წაართვეს და დააკავეს. წესრიგის დამრღვევი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც უკიდურესად მთვრალი იყო.
27 წლის მამაკაცი იმავე რაიონში ცხოვრობს, სადაც ინციდენტი მოხდა.
რამდენიმე დღის წინ კი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანტში საგზაო პოლიციამ ავტომობილი გააჩერა, რომლის მძღოლმაც საგზაო მოძრაობის წესები უხეშად დაარღვია. მძღოლი, ასევე რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ჯარიმის გადახდა არ სურდა, სამართალდამცველებთან მოლაპარაკება სცადა. მან თითოეულ მათგანს 20 ევრო შესთავაზა, რათა შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე გაეშვათ. საპასუხოდ კი პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს და ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები