„შერბურის ქოლგები“ – „მზიურში“ თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება

21 ოქტომბერს,  19:00 საათზე, „ახალი მზიური“ მაყურებელს განსაკუთრებულ ჩვენებაზა იწვევს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ისინი შემოდგომას “შერბურგის ქოლგებით” ხვდებიან და  ღია ცის ქვეშ კინოს სეზონის დახურვაზე მათ სხვადასხვა ფერის ქოლგებით დაელოდებიან.
„მაყურებელთან საერთო ფოტოს გადასაღებად გთხოვთ, ჩვენებაზე ქოლგებით მოხვიდეთ. კინოს ისტორიაში საეტაპო ფილმად ქცეული, მიუზიკლის ჟანრში მოყოლილი სიყვარულის, ქვეყნის, გარემოს, თუ სამყაროს კანონზომიერების ეს ისტორია, სხვადასხვა თაობის მაყურებელმა, სუფთა ჰაერზე, დიდ ეკრანზე, ქოლგებქვეშ შეყუჟულებმა უნდა ვნახოთ და, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ, იმაზე, თუ როგორ ვუყურებდით იგივე ფილმს 60-ან, 80-ან, 90-ან წლებში და როგორ ვხედავთ მას დღეს… 2017 წელს, ოქტომბრის მიწურულს „მზიურში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების პრესრელიზში.

რეჟისორი: ჟაკ დემი
წელი: 1964
ენა: ქართული
ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი
ჟანრი: მიუზიკლი, მელოდრამა, დრამა
ორგანიზატორი: ანუკა ლომიძე

“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტ “ახალი მზიურისა” და ორგანიზაცია “აჰუაჰუ” “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით; სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები