ბანგლადეშის უმაღლესმა სასამართლომ თამაში „ლურჯი ვეშაპი“ დაბლოკა

ბანგლადეშის უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მთავრობამ იმ საიტების ბლოკირება უნდა მოახდინოს, რომლებზეც ონლაინთამაშ „ლურჯ ვეშაპზე” წვდომაა შესაძლებელი.
განკარგულება მას მერე გამოიცა, რაც ადვოკატების ჯგუფმა შესაბამისი პეტიცია წარადგინეს. სასამართლომ ასევე ტელესაკომუნიკაციო კომპანიებს მისცა მითითება, ნახევარიწლით, ღამის საათებში, ინტერნეტით სარგებლობისთვის სპეციალური ფასდაკლებების გაცემა შეაჩერონ. ამას გარდა, ბანგლადეშის მთავრობაში უნდა შეიქმნას საექსპერტო კომისია, რომლის მიზანი იქნება თამაშის მონაწილეების იდენტიფიკაცია, მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის მიზნით. სასამართლოს მოთხოვნის აღმსრულებლად ბანგლადეშის ინფორმაციების, ტელეკომუნიკაციების, ფოსტის სამინისტროები სახელდებიან.
ანალოგიური ზომები მეზობელ ინდოეთშიც არის მიღებული, სადაც ეს პრობლემა აქტუალური ივლისში გახდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა სავარაუდო ცნობები მოზარდების თვითმკვლელობებსა და თამაშს შორის კავშირზე. მას მერე, ინდოეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა აღნიშნულ საფრთხესთან ბრძოლის მიზნით. მათ შორის კი დაუკავშირდნენ სოციალური ქსელების ადმინისტრაციას, რათა მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ეს პლატფორმები ამ მომაკვდინებელ თამაშებთან საბრძოლველად. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, თამაში „ლურჯი ვეშაპი“ შედგება იმ დავალებებისგან, რომელთაგანაც უკანასკნელი სუიციდს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები