თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოვარდნილი 2 წლის გოგონა დაიღუპა

რუსეთში, აეროპორტ „პულკოვოში“, თვითმფრინავის ტრაპიდან გადავარდნილი 2 წლის გოგონა დაიღუპა. მცირეწლოვანი ბავშვი და მისი დედა სამი მეტრის სიმაღლის ტრაპიდან 28 სექტემბერს გადავარდნენ.
გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა მან სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები მიიღო. ტრაგიკული შემთხვევა ტრაპის კონსტრუქციის ჩამოშლის გამო მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელსაც ორი ფიგურანტი ჰყავს – მმართველი კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც გაფუჭებული ტრაპის სარემონტო სამუშაოებზე პასუხს აგებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები