ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ოფიციალურად გადაეცა

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. 15 ოქტომბერს საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაეცა.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსალოდნელი შედეგებია:
მსოფლიოსთვის ქართული ლიტერატურის საერთაშორისო მნიშვნელობის წარმოჩენა;
ქართველი ავტორებისა და საგამომცემლო ინდუსტრიისთვის ევროპაში ახალი შესაძლებლობების გაჩენა;
ტურისტული ნაკადის ზრდა;
ქართველი მწერლებით დაინტერესება ადგილობრივ ბაზარზე. ფრანკფურტის ბაზრობის პერიოდში მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ფოკუსირება საქართველოზე;
ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების გამოცოცხლება.

წელს ფრანკფურტში გაიმართება მთავარი პრესკონფერენცია, რომელზე დასასწრებად აკრედიტაცია უკვე გაიარეს მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა.
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. დაგეგმილია 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიება.
წელს პირველად გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, რომელშიც ისინი საკუთარ უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარადგენენ.
დაგეგმილია ქართველი კლასიკოსების – ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების“ თარგმანების პრეზენტაციები. ქართული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები