„მალე ილია მეორის მოკვლას კვლავ შეეცდებიან“

„მალე ილია მეორის მოკვლას კვლავ შეეცდებიან“ , – ამ სათაურით გაზეთი „ალია“  „ციანიდის საქმეზე“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, „ალიას“ საპატრიარქოდან კომპეტენტურმა წყარომ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდა.
წყარო „ალიასთან“ აცხადებს, რომ სინოდის წევრთა უდიდეს ნაწილს, ეჭვიც კი არ ეპარება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა.
„სინოდის 5 წევრს ნანახი აქვს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიერ მამა გიორგისთან შეხვედრისას ფარულად გადაღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე, ირაკლი მამალაძის, მამა გიორგის, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბათუმში შეხვედრისა და მათი საუბრის ჩანაწერები, მათ შორის მეუფე პეტრეც არის. ცხადია, ყველა ეს ჩანაწერი ნანახი და მოსმენილი აქვს პატრიარქსაც. წმინდა სინოდის იმ 5 წევრს შორის მეუფე იაკობიც (იაკობაშვილი) არის. შეიძლება ითქვას, წმინდა სინოდის ყველა წევრმა იცის ამ ჩანაწერების შინაარსი, ვინც ნახა, მათ მოუთხრეს დანაჩენებს. „ალიას“ საპატრიარქოდან კომპეტენტურმა წყარომ მოაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, მათ შორის კი ისიც უთხრა, რომ სინოდის წევრთა უდიდეს ნაწილს, ეჭვიც კი არ ეპარება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. ამ დასკვნამდე ცხადია, სწორედ ჩანაწერების გაცნობის შემდეგ მივიდნენო. სინოდის წევრთაგან ერთადერთი მეუფე პეტრეა, რომელიც თავგამოდებით იცავს მამა გიორგის და მის უდანაშაულობას ამტკიცებს საჯაროდ. შესაბამისად, საზოგადოება ფიქრობს, რომ მეუფე პეტრე თავად იყო შეთქმულების მონაწილე, სხვა გავლენიან სასულიერო პირებთან ერთად“, -წერს გაზეთი „ალია“.
„ალია“ წერს, რომ ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებსაც პატრიარქის მკვლელობა სურდა, მიზნის აღსრულებას კვლავ შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები