“თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, გვაქვს ყველა საფუძველი, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო წინ წავიდეს” – ჩაკვეტაძე

“თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, გვაქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო წინ წავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც გერმანიას შეუძლია, რომ წარმოადგინოს ახალი ელჩი საქართველოში.

‘ჩვენს ელჩს, მათ შორის, რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ექნება საშუალება იმისა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური ნება – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუკი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, გვაქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო წინ წავიდეს,” – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია ხვალ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები