მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, ქვეყნის პარლამენტმა ვასილე ტოფანის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

ახალ აღმასრულებელ ხელისუფლებას მხარი მმართველი პარტიის, PAS-ის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ტოფანმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ხუთი პრიორიტეტი ექნება: ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გამოყენება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, სახელმწიფოს უფრო ეფექტური გახდომა, უსაფრთხოების გაძლიერება და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები