ონში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა
ონში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“ტურნირის გამარჯვებულები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, ვეტერანმა მოჭიდავეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ტურნირი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მოჭიდავეებისთვის, რადგან სწორედ მისი შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში გასამართ თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს”,- წერია ინფორმაციაში.