ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს ბოლო გამოცდას ფიზიკაში აბარებენ
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს ბოლო გამოცდას ფიზიკაში აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს.
“ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებულთა 89%-ზე მეტი გამოცხადდა.
პარალელურად, გამოცდა მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში (წერითი ნაწილი).
გამოცდაზე 73%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აპლიკანტმა.
ხვალიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატებიც ჩაერთვებიან. საერთო სამაგისტრო გამოცდა 23 ივლისს წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 24 ივლისს — ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.