CENTCOM: აშშ-ის ძალებმა ირანზე დარტყმების მე-11 ტალღა დაასრულეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ზედიზედ მე-11 საჰაერო დარტყმების სერია დაასრულეს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იტყობინება.
„ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრები, საზღვაო ობიექტები, თვითმფრინავების ანგარები, დრონების საწყობები და სამხედრო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა დაბომბეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეექმნა კომერციული გადაზიდვებისთვის ჰორმუზის სრუტეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ირანი თავს დაესხა 30-ზე მეტ კომერციულ გემს, რომლებიც ამ საერთაშორისო წყალსავალ გზაზე მოძრაობდნენ.
“ამ გაუმართლებელმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა ასობით უდანაშაულო მეზღვაურის სიცოცხლეს და შეარყია ნავიგაციის თავისუფლება. ირანის აგრესიის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე კომერციული ტრანზიტისთვის ღია რჩება. მაისის დასაწყისიდან მოყოლებული, CENTCOM-ის ძალებმა დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტი განახორციელეს“, – ნათქვამია განცხადებაში.