აზიურ „ოსკარზე“ საქართველო 4 ნომინაციით წარდგება

ქართული კინოს მორიგი დიდი წარმატება – აზიურ „ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე – APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS – საქართველო 4 ნომინაციით წარდგება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ანა ურუშაძის “საშიში დედა” წარდგენილია ნომინაციებში:
. სარეჟისორო მიღწევა – ანა ურუშაძე;
. საოპერატორო მიღწევა – მინდია ესაძე;
. ქალის როლის საუკეთესო შესრულება – ნატა მურვანიძე.
ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება” კი  მარიამ ხაჭვანის „დედე” მონაწილეობს. ეს ჯილდო განსაკუთრებულია და იუნესკოს პატრონატით გაიცემა.
ასე გამოეხმაურა “დედეს”აზიურ „ოსკარზე“  წარდგენას ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე:
“მინდა მივულოცო ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს – მარიამ ხაჭვანს და მის ფილმ “დედეს” აზიურ „ოსკარად“ წოდებულ ნომინაციაში მოხვედრა. “კულტურული მრავალფეროვნების ” ნომინაციის ჯილდო APSA-ზე (Asian Pacific Screen Awards) სწორედ UNESCO-ს პატრონატით გაიცემა.
ფილმში ასახულია ქართული საოცრება – უშგული, მოქმედება კი ხდება სვანურ ენაზე. ჩემთვის, როგორც იუნესკოს არტისტისთვის და ელჩისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა საქართველოს სახელის გატანა ამ მასშტაბის დაჯილდოების ცერემონიაზე და მნიშვნელოვნად მივიჩნევ ახალი ქართული კინოს ამ წარმატებას.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები