გიორგი მარგველაშვილი იტალიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციასთან ერთად შეხვდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან, პიეტრო გრასოსთან. გიორგი მარგველაშვილი რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებს შეხვდება და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები