ოთარ ჩრდილელი: “ნაცმოძრაობაში” ვეფხვს უკრაინაში მისტირიან, მაიმუნის ადგილზე კი მელია ჰყავთ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ აქციას აფასებს და აცხადებს, რომ „პარტიაში ვეფხვს უკრაინაში მისტირიან, მაიმუნის ადგილზე კი მელია ჰყავთ“.

“ვუყურე, როგორ დაატარებდნენ წარსულის ლანდები პარტაქტივს. თან როგორ ცდილობენ, ხალხს შთააგონონ, რომ მხოლოდ “30 პარკინგს” აკეთებს ინვესტორი, “ნაცნარჩენებისთვის” საძულველი ბიძინა. დიდ ახსნა-განმარტებას ვერ დავიწყებ, ვერც ბევრ დროს დავუთმობ “ნაცმოძრაობის” რომელიღაც მოლეკულურ ფრთას, ორჯერ დავდე სხვადასხვა ვიდეორგოლი, რადგან წაკითხულიდან და დაწერილიდან აზრი ვერ გამოაქვთ, მეთქი გავუადვილებ და თვალსაჩინოს გავხდი, შეხედავენ, გაიგებენ, მართლა რა ხდება თბილისქალაქს-თქო. მაგრამ, ეს ფრთა გამოირჩევა “ნაცკონსერვატულობით”. მათთვის ისევ მიშაა პრეზიდენტი და ისევ 855-ით რეკავენ. იქ ჩარჩნენ… მაო ძე დუნი ამბობდა: “მთაში, როდესაც ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდება”. ბერთოლეს მარილივით დაშლილ “ნაცმოძრაობაში” ვეფხვს უკრაინაში მისტირიან, მაიმუნის ადგილზე კი მელია ჰყავთ. მიშა, აწ უკვე გაჭრილი კარტის მდგომარეობაშიც კი პარტაქტივისთვის არის:”პეხოტაც” ბელადიც და კინგმეიქერიც (პირი, რომელიც წყვეტს, ვინ იყოს კანდიდატი პოლიტთანამდებობაზე). მიშამ გადაწყვიტა, მერობის კანდიდატი ყოფილიყო ზალიკო, რომელმაც, თავის მხრივ, რატომღაც გადაწყვიტა, რომ მიშას ჩინურ მოდელად წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე, ეს რა შედეგსაც გამოიღებს დიდი ლოდინი არ დასჭირდება, პასუხი 21 ოქტომბერს, შებინდებისას ეცოდინებათ”, – წერს ოთარ ჩრდილელი.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” აქციის პარალელურად, პარტია მაჟორიტარობის ოთხმა კანდიდატმა დატოვა.
“ამ გუნდში საინტერესო პერსონაჟია მითოსიდან (გად)მოვარდნილი რომან გოცირიძე, რომელიც უნიკუმია, ახერხებს და ხმა მეცო-სოპრანოზე გადაჰყავს, ხოლო შემდეგ იძლევა მითითებს ფსიქიატრიიდან დაწყებული, ბიუჯეტის განხილვით დასრულებული. ამ კომიკურ პერსონაჟებს, კიდე ხელიხელ საგოგმანებელი გოგო-ბიჭი ჰყავთ და ესაა მთელი მათი ინტელექტუალური ჯამაათი.
P.S. ვიდრე თბილისში, თავისი კოორდინატორების აქციას ატარებდა ზალიკო და მისი რაზმი, “ნაცმოძრაობა” ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა…
P. P.S. ჩაძირვადაწყებულ “ნაცმოძრაობას” კიდე ერთხელ ვაფრთხილებ, თან სიხარულით, რომ: თქვენთვის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება აღმოჩნდეს, არის ის, რომ არა თუ აღებული გაქვთ მცდარი კურსი, არამედ ნაპირი საერთოდ სხვა მხარესაა”, – ნათქვამია უმრავლესობის დეპუტატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები