კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ვიდეო)

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ცეცხლის 22 სხვადასხვა კერაა. ქარიანი ამინდის გამო, ცეცხლი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება.

ქალაქ სონომაში სტიქიამ საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ხანძრის შედეგად დამწვარია 1500-ზე მეტი ნაგებობა, კალიფორნიაში ასობით მეხანძრე ტყის ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები