სტამბოლში შეიარაღებულმა პირმა სტუდენტებს ესროლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, უბან პენდიკში, უცნობმა პირმა სანადირო თოფიდან სტუდენტების ჯგუფებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას CNN Turk-ზე დაყრდნობით ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად, ერთი სტუდენტი ადგილზევე მოკვდა, დანარჩენი ორი მძიმედაა დაჭრილი. ბოროტმოქმედს ადგილიდან მიმალვა და თვითმკვლელობა სურდა, თუმცა პოლიცია დაეწია და მოახერხა მისი დაკავება.
თავდამსხმელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები