ტრამპს განკარგულებაზე ხელის მოწერა დაავიწყდა (ვიდეო)

დონალდ ტრამპს „ობამაქეარ“-ის სახელწოდებით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის შეჩერების განკარგულებაზე ხელის მოწერა დაავიწყდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ტრიბუნასთან სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ თავისი გუნდის წევრებს ხელი ჩამოართვა და დარბაზიდან გასვლა გადაწყვიტა, ისე რომ ბილზე ხელის მოწერა დაავიწყდა.
ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა შეაჩერა, გაახსენა ის მთავარი, რისთვისაც ყველა შეიკრიბა შემდეგი სიტყვებით-„მისტერ პრეზიდენტო, თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ“. ტრამპმა ბოდიში მოიხადა და ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ბილს ხელს მარტო იმიტომ აწერს, რომ ეს არც ერთი ცენტი არ უჯდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები