ევროსაბჭოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა

ბრიუსელში, ევროსაბჭოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ტექნიკურ დაწესებულებებში სავენტილაციო სისტემის დაზიანება გახდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი ტოქსიკური აირისგან მოიწამლა. ინფორმაციას ევროკავშირის გენერალური სამდივნო ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ტოქსიკური აირისგან დაახლოებით 20 ადამიანი მოიწამლა.

ევროსტრუქტურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინციდენტი, ევროსაბჭოს შეხვედრის გამართვაზე, რომელიც 19-20 ოქტომბერსაა დაგეგმილი, არ იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები