,,ქართულ-ოსური ურთიერთობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’ – გამოფენა გაიხსნება

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა – ,,ქართულ-ოსური ურთიერთობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’.
როგორც „კვირას“ თსუ-ს ბიბლიოთეკიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: პირველი ნაბეჭდი წიგნი ოსურ ენაზე – 1798 წლის გაიოზ რექტორისა და პავლე ინგოროყვას (კესაევის) მიერ შედგენილი ,,მოკლე კატეხიზისი’’.
იოანე იალღუზისძისეული ქართულ-ოსურ ენაზე გამოცემული ლოცვების წიგნი, 1821 წელი;  ოსური ენის გრამატიკა (ოსურ ენაზე), 1925 წელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის ნაშრომები ოსური ენის გრამატიკაზე;   ,,ვეფხისტყაოსანი“ ოსურ ენაზე; ქართულ-ოსური, ოსურ-ქართული, ქართულ-ოსურ-რუსულ ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონები;   ოსი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებები ქართულ და ოსურ ენებზე;
ოსური პოეზიისა და პროზის ანთოლოგიები.
გამოფენა 20 ოქტომბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები