„რე“ პრეფიქსი“ – რე ინკარნაცია“: ლიკა ქავჟარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

 19 ოქტომბერს, 19 საათზე, „არტ გალერეა ვაკე“  მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პერსონალურ გამოფენას: „რე“ პრეფიქსი“ – რე ინკარნაცია“ უმასპინძლებს.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო დროს შექმნილი 20- მდე ფერწერული ტილო.
ლიკა ქავჟარაძე: „ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე, დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული ომისა და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლისკენ, საკუთარ თავში ძიებისკენ.
ახლა კი, ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა, მხატვრებმა და პროფესიონალ ხელოვნებათმცოდნეებმაც“…
ლიკა ქავჟარაძეს მაყურებელი იცნობს, როგორც ულამაზეს და უნიჭიერეს მსახიობს, და ბევრმა არ იცოდა, რომ იგი მუსიკოსი -პროფესიონალი პიანისტი იყო. და არც ის იცოდნენ, რომ ლიკა შესანიშნავად ხატავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები