აშშ-მ „იუნესკო“-დან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

0

აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა „იუნესკო“-დან გასვლის შესახებ. როგორც ადგილობრივი მედია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, აღნიშნულის მიზეზი ამერიკის წუხილია საწევრო შენატანების მზარდი დავალიანების გამო.
მიზეზად ასევე ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობა და ის ანტიებრაული განწყობები სახელდება, რომლებიც „იუნესკო“-ში იგრძნობა.
გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. თუმცა, ვაშინგტონი შეინარჩუნებს დამკვირვებლის როლს, რათა „ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თავისი ხედვების და პერსპექტივების განვითარებაში წვლილის შეტანა შეძლოს.“
„იუნესკო“-ს თავმჯდომარემ, ირინა ბოკოვამ უკვე გამოთქვა წუხილი ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო.

კომენტარები

კომენტარი