ხალხური და გამოყენებით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ლატვიური და ქართული მუსიკის საღამო გაიმართება

13 ოქტომბერს, 19:00 საათზე ხალხური და გამოყენებით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ლატვიური და ქართული მუსიკის საღამო.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებეს ლატვიური ქალთა ანსამბლი “ერა”, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ”ნანინა” და მგალობელ-მომღერალთა გუნდი ”დიდგორი”. ღონისძიებაზე ლიტვური ანსამბლი ”ერა” ქართულ საზოგადოებას ლიტვურ ფოლკლორზე ესაუბრება.
ტურნეს ორგანიზატორია მგალობელ-მომღერალთა გუნდი დიდგორი.
მხარდამჭერები: ფოლკლორის ცენტრი; ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი.
16 ოქტომბერს 19:00 საათზე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე “ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხურიდა გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი. გამოფენა მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებას გააცნოს თბილისური კულტურის ეს ნაკლებად ცნობილი და გამოკლვეული ფენომენი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილ თერთმეტ ექსპონატს თან ახლავს სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოვლენილი მდიდარი პარალელური მასალა და მულტიმედია საშუალებები, რომლის მეშვეობითაც დამთავლიერებლის თვალწინ გაცოცხლდება ძველი თბილისის ცხოვრება: ტიპაჟები, მოქეიფეები, მუსიკოსები, იმპერიოდის ვერცხლში ასახული ისტორიული რეალიები და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული მოტივები.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის „XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში.
გამოფენის კურატორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა შანშიაშვილი
დასწრება თავისუფალია.
გამოფენა გაგრძელდება 20 დეკემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები