ალეკო შუღლაძესთან შეხვედრა გაიმართება

წლის მთავარი ქართული ლიტერატურული პრემია უკვე გაცემულია. ,,საბას“ ჟიურიმ ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო რომანი“ ალეკო შუღლაძის ,,გადამალვა“ გამოაცხადა გამარჯვებულად და მიმლოცველთა რიგებს ,,შაქრო ბაბუაც“ უერთდება.
13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“, ,,საბას“ ლაურეატი ავტორი მკითხველს შეხვდება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ავტორი ისაუბრებს ნაწარმოებზე, წერის პროცესზე და  დამსწრე საზოგადოების შეკითხვებზე გასცემს პასუხს.
,,გადამალვა“ უკვე რამდენიმე თვეა ბესტსელერ წიგნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 13 ოქტომბერს წიგნი სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები