გოეთეს კოშკი ხანძარმა გაანადგურა

გერმანული ქალაქის ფრანკფურტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – გოეთეს კოშკი მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ განცხადება ფრანკფურტის სახანძრო სამსახურმა „ტვიტერი“-ს მეშვეობით გვიან ღამით გააკეთა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამე ცდილობდნენ, თუმცა კოშკის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გოეთეს ხის კოშკი, რომლის სიმაღლე 43 მეტრი იყო, პირველად 1867 წელს აშენდა. შემდეგ მისი დემონტაჟი მოხდა, ახალი ნაგებობა კი 1931 წელს ააშენეს. კოშკი ქალაქის ტყის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობდა და ფრანკფურტელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა. გოეთეს კოშკს არც ტურისტების ყურადღება აკლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები