გამოფენა – „ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“ გაიხსნება

16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა – „ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი. გამოფენა მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებას გააცნოს თბილისური კულტურის ეს ნაკლებად ცნობილი და გამოკვლეული ფენომენი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილ თერთმეტ ექსპონატს თან ახლავს სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოვლენილი მდიდარი პარალელური მასალა და მულტიმედიასაშუალებები, რომლის მეშვეობითაც დამთვალიერებლის თვალწინ გაცოცხლდება ძველი თბილისის ცხოვრება: ტიპაჟები, მოქეიფეები, მუსიკოსები, იმ პერიოდის ვერცხლში ასახული ისტორიული რეალიები და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული მოტივები.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის – „XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში.
გამოფენის კურატორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა შანშიაშვილი
გამოფენა  20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები