ერაყში, აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა

ერაყში აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
შემთხვევა ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში, ანბარის პროვინციაში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი კაფეში აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები