გიორგი გიგაშვილი პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლემ, გიორგი გიგაშვილმა პიანისტთა თბილისის VI საერთაშორისო კონკურსზე II პრემია, ლაურეატის წოდება და სპეციალური პრიზი „საფორტეპიანო კონცერტის საუკეთესო შესრულებისათვის“ მოიპოვა.
როგორც „კვირას“ „ნიჭიერთა ათწლედში“ განუცხადეს, გიორგი სპეციალური პრიზის – „კონკურსის საუკეთესო ქართველი მონაწილის“ მფლობელიც გახდა.
გიორგი გიგაშვილი სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეა. მისი პედაგოგი ემერიტუსი რევაზ თავაძეა.

კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალაკონცერტი 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები