ბერლინის კინოთეატრ “არსენალში” ოთარ იოსელიანის ფილმები უჩვენეს

ბერლინის კინოთეატრ “არსენალში”, ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში, გაიმართა დიდი ქართველი რეჟისორის – ოთარ იოსელიანის ფილმების ჩვენება. მაყურებელს შეხვდა თავად რეჟისორიც. საზოგადოებამ ნახა – „პასტორალი” და მისი ახალი ფილმი – CHANT D’HIVER.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, 1-19 ოქტომბერს, ბერლინის კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი „არსენალი” ოქტომბერში ქართულ კინოს მასპინძლობს.
საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად, ბერლინში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ფილმების ჩვენება ეროვნული კინოცენტრის და „არსენალის” ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. რეტროსპექტივის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

„არსენალი” და ქართული კინო

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან „არსენალის” დამფუძნებლებს ერიკა და ულრიხ გრეგორებს ქართულ კინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებთ. მათი შეფასებით, ქართული კინოფენომენი მსოფლიოს კინემატოგრაფში გამორჩეულია.
გერმანული „არსენალი” რუსული „გოსფილმოფონდის” შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოფონდია, რომელიც ქართულ ფილმებს იცავს. არსენალის არქივში ქართველი რეჟისორების 130 ფილმი ინახება.
„არსენალმა” 2017 წლის რეტროსპექტივისთვის 3 ქართული ფილმს ჩაუტარა რესტავრაცია და გადაიტანა ციფრულ ფორმატში. ეს ფილმებია:
მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი”, (1967)
ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978),
დიტო ცინცაძის „ზღვარზე” (1993).

სამივე ფილმის პრეზენტაცია ოქტომბერში კინოთეატრ „არსენალში” რეჟისორებთან ერთად მოხდება. რეტროსპექტივის პროგრამაშია ასევე ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი CHANT D’HIVER (2015). გერმანული საზოგადოება არაერთ ფილმთან ერთად, ნახავს ნუცა ღოღობერიძის და სალომე ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებსაც.

2 ოქტომბერს გაიმართება დისკუსია ერიკა და ულრიხ გრეგორების და ხათუნა ხუნდაძის (კინოსტუდია „ქართული ფილმი”) მონაწილეობით, ასევე, სპეციალური მოწვვევით დიკუსიას დაესწრება სიუზან ოქსტობი, (University of California, Berkeley Art Museum and Pacific Film Archive), მოდერაციას პანელს გაუწევს შტეფანი შულტე შტრატჰაუსი.

პროგრამა
კინოთეატრი „არსენალი”

 

1 ოქტომბერი 20 საათი, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”
სტუმარი – ლანა ღოღობერიძე

2 ოქტომბერი, 18 საათი
დისკუსიის პანელი: ერიკა და ულრიხ გრეგორების და ხათუნა ხუნდაძის (კინოსტუდია „ქართული ფილმი”) მონაწილეობით, ასევე სპეციალური მოწვვევით დიკუსიას დაესწრება სუზან ოქსტობი, (University of California, Berkeley Art Museum and Pacific Film Archive), მოდერაციას პანელს გაუწევს შტეფანი შულტე შტრატჰაუსი.

2 ოქტომბერი, 20 საათი „დიდი მწვანე ველი”
სტუმარი – მერაბ კოკოჩაშვილი

3 ოქტომბერი, 20 საათი „კრედიტის ლიმიტი”
სტუმრები – სალომე ალექსი-მესხიშვილი და ლანა ღოღობერიძე

4 ოქტომბერი, 20 საათი
„მონანიება” (თენგიზ აბულაძე)

5 ოქტომბერი, 20 საათი
„ჩემი ბებია” (კოტე მიქაბერიძე)
აკომპანიმენტი სცენაზე – დუდანა მაზმანიშვილი

6 ოქტომბერი, 20 საათი
„26 კომისარი” (ნიკოლოზ შენგელაია)
აკომპანიმენტი სცენაზე – ოინის მარტინსი

7 ოქტომბერი 20 საათი
„პასტორალი”
სტუმარი – ოთარ იოსელიანი

8 ოქტომბერი 19 : 30 CHANT D’HIVER
სტუმარი – ოთარ იოსელიანი

9 ოქტომბერი, 20 საათი
„ამბავი სურამის ციხისა” – (სერგო ფარაჯანოვი)
11 ოქტომბერი 20 საათი „ზღვარზე”
სტუმარი – დიტო ცინცაძე, მოდერატორი – დიანა მაკკარტი

12 ოქტომბერი 19:30 საათი „ჩაბარდა” (მიხეილ ჭიაურელი)
აკომპანიმენტი სცენაზე – ოინის მარტინსი

12 ოქტომბერი 21 საათი (ასევე 16 ოქტომბერი, 20 საათი)
„ცისფერი მთები” (ელდარ შენგელაია)

13 ოქტომბერი, 19 საათი
„ნუცა” – (ალექსანდრე რეხვიაშვილი)
„მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა” – (ალექსანდრე რეხვიაშვილი)

13 ოქტომბერი, 21 საათი
„დღე” (ლევან ღლონტი)

14 ოქტომბერი, 19 საათი „უბედურება”
სტუმარი – გელა კანდელაკი

21: 15 – „იყო შაშვი მგალობელი” (ოთარ იოსელიანი)
სტუმარი გელა კანდელაკი (ასევე, 19 ოქტომბერი, 21 საათი)

15 ოქტომბერი, 20 საათი (ასევე 17 ოქტომბერი, 20 საათი)
„ფიროსმანი” (გიორგი შენგელაია)

18 ოქტომბერი, 20 საათი „ჯიმ შვანთე” (მიხეილ კალატოზიშვილი)
აკომპანიმენტი სცენაზე – ოინის მარტინსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები